Saturday, April 4, 2015
მე-9 დღე
შევქმენით მოსწავლისთვის ფასილიტაციის ნაშრომი.მისი შაბლონი შეგვიძლია ვნახოთ რესურსებში (ფასილიტაციის განყოფილება)
ჩემს დრაივზე შევედი და ვისწავლე Google forms-ზე კითხვარის შექმნა და მისი
გადაგზავნა ბლოგზე, ფეისბუკზე...
ლელა-,,პიროვნება და საზოგადოება" აქტუალური თემა იყო არჩეული,
ნინო -,, რა არის ბედნიერება?"მომეწონა მოსწავლიოს ნიმუში
თამუნა-,,ბრენდი"საინტერესო კვლევა იყო ჩატარებული
ნანა- ,,როგორ დავზოგოთ ელექტრო ენერგია" ყველა ადამიანისთვის საჭირო კვლევა
იქნა ჩატარებული.მომეწონა ბუკლეტის ფორმა.
ნატა-,,ტრეფიკინგი"კარგად იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსული დაკავშირებული
თანამედროვეობასთან
მაია-,,საზოგადოება და ადათ-წესები წარსულში"მიზანი იყო საინტერესო
მარი-,,ერთი საინტერესო დღე ჩემს ცხოვრებაში"საინტერესო აქტივობა იყო არჩეული, (ექსკურსია)
ფიქრია- ,,ათორმეტ საუფლო დღესასწაული" მოსწავლეებს აღარ აერევათ საუფლო და
ქრისტიანული დღესასწაულები
ეკა-,,მინერალები და ძვირფასი ქვები"ძალიან სასარგებლო და საინტერესო თემაა
ნათია-,,წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება" ძალზე აქტუალური თემაა.
საინტერესო იყო რომ კვლევა ჩატარდა დედუქციური მეთოდით და ბოლო
უჯრედი სკოლა იყო,ამით მოსწავლეების მენტალობა იქნება შეცვლილი და
ქვეყნისთვის გამოყენებადი
Friday, April 3, 2015
მე-8 დღე
გადავხედეთ პროცედურებს, სისტემაში მოვიყვანეთ წინა დღეების ნასწავლი:
ბუკლეტი, მოსწავლის ნიმუში, შეფასების რუბრიკა...ყურადღება გავამახვილეთ რომ პროექტის გეგმაში სტანდარტიდან ვიღებთ იმ ინდიკატორებს, რომლებიც მაღალ სააზროვნო უნარებს ემსახურება ( განახლებული ბლუმის ტაქსონომია),მიზნები და ამოცანები უნდა პასუხობდეს თითოეულ ინდიკატორს, ვირჩევთ იმ ინდიკატორებს, რომელსაც ვაფასებთ.
შევისწავლეთ შეფასების ჯამური ქულის განსაზღვრა.
Subscribe to:
Posts (Atom)